სიახლეები

„მაგნიტის“ გათამაშების რიგით მეხუთე გამარჯვებულები გამოვლინდნენ


6/24/2022

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება მიმდინარეობს. გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7  პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ. „მაგნიტის“ წელს 7 წლის ხდება, სწორედ ამას უკავშირდება გათამაშების პირობების დეტალები. უკვე გათამაშდა:

5 ცალი "მაგნიტის"  1000 ლარიანი ვაუჩერი;
5 ცალი iPad Air;
5 ცალი PlayStation 5;
5 ცალი iPhone 13 Pro Max;
5 ცალი MacBook Air;
5 ცალი 2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
და 5 ცალი  სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.
გათამაშების 35 გამარჯვებული გასულ თვეებში უკვე გამოვლინდა და გამარჯვებულებს კუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. „მაგნიტმა“ ისინი უკვე გაახარა სოლიდური პრიზებით. 7 ივნისსს, პირდაპირ ეთერში რიგით მეხუთე გათამაშება გაიმართა და კვლავ 7 პრიზი გათამაშდა. „მაგნიტის“ მომხმარებლებს წინ კიდევ ორი გათამაშება ელით.
გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშება მიმდინარეობს დილურადან ბილეთების შემთხვევით ამოღების პრინციპით.
„მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ზომის ნაწილზე, მომხმარებელმა გარკვევით  უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, მოხიოს და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, ბილეთის მეორე, დიდი ზომის ნაწილი კი -  შეინახოს. 
პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი  პრიზი გადაეცემა. 
გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი „მაგნიტის“ სათავო ოფისში უნდა წარადგინოს - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #18, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00- დან 19:00 საათამდე.

კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის მდგრადი განვითარებით, ასევე იმ ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“ მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს. მომხმარებლები როგორც გასულ წლებში, ახლაც მონდომებით ერთვებიან გათამაშებაში.