სიახლეები

„მაგნიტის” გათამაშების მეოთხე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ


5/21/2022

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რიგით მეოთხე გათამაშება გაიმართა, სადაც გათამაშების 7 გამარჯვებულს სოლიდური პრიზები გადაეცათ. გასულ თვეებში გათამაშების 21 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და გამარჯვებულებს კუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. 
მეოთხე გათამაშების მთავარი პრიზის 100 000 ლარის მფლობელი გახდა ხათუნა ბოტკოველი, ქობულეთიდან.


მეოთხე გათამაშების დაჯილდოების ღონისძიება, ნატახტარში მდებარე „მაგნიტი მაქსში“ გაიმართა, სადაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ მიულოცა და გადასცა კუთვნილი პრიზები. 
„კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის განვითარებით, ასევე იმ ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“ მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს. მომხმარებლები როგორც გასულ წლებში, ახლაც მონდომებით ერთვებიან გათამაშებაში.“-ია ნადირაშვილი, „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ზომის ნაწილზე, მომხმარებელმა გარკვევით  უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, მოხიოს და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, ბილეთის მეორე, დიდი ზომის ნაწილი კი -  შეინახოს. 
 „მაგნიტში“ საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7  პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ. ყოველ თვე თამაშდება: 
"მაგნიტის"  1000 ლარიანი ვაუჩერი;
iPad Air;
PlayStation 5;
iPhone 13 Pro Max;
MacBook Air;
2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
და  სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.

გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშების პირდაპირ ეთერის ყურება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეცაა შესაძლებელი. გათამაშება მიმდინარეობს დოლურადან ბილეთების შემთხვევით ამოღების პრინციპით. 
პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი  პრიზი გადაეცემა.