სიახლეები

„მაგნიტის“ გათამაშების მეორე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ


3/8/2022

,,მაგნიტში“ გათამაშების რიგით მეორე გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 7 მარტს გათამაშების მეორე პირდაპირი ეთერი გაიმართა, სადაც 7 იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდა. კომპანიამ ამ მომხმარებლებს უკვე გადასცა კუთვნილი საჩუქრები. გათამაშდა ისეთი პრიზები, როგორიცაა:
iPad Air;
PlayStation 5;
iPhone 13 Pro Max;
MacBook Air;
"მაგნიტის"  1000 ლარიანი ვაუჩერი;
2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
და  სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.
„კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის მდგრადი განვითარებით , ასევე იმ ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლები როგორც გასულ წლებში, ახლაც აქტიურად ერთვებიან გათამაშებაში. ვულოცავ გამარჯვებულებს პრიზების მოგებას და მომხმარებლებს შევახსენებნ, რომ წინ კიდევ 5 გათამაშება გველის“ - აცხადებს „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ია ნადირაშვილი.
გათამაშება საიუბილეოა, „მაგნიტი“ 7 წლის ხდება. სწორედ ამას უკავშირდება გათამაშების წესები და პირობები. გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7  პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ. გათამაშების პირველი გრანდიოზული პრიზები გასულ თვეში უკვე გათამაშდა და გამარჯვებულებს კუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. ამჯერად, 7 მარტს, პირდაპირ ეთერში გამოვლინდა რიგით მეორე გათამაშების იღბლიანი მონაწილეები.
გათამაშება გრძელდება, წესები კი უცვლელია:
„მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ზომის ნაწილზე, მომხმარებელმა გარკვევით  უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, მოხიოს და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ბილეთის მეორე, დიდი ზომის ნაწილი კი მფლობელმა აუცილებლად გათამაშების დასრულებამდე 7 აგვისტომდე უნდა შეინახოს. 
გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშების პირდაპირ ეთერის ყურება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეცაა შესაძლებელი.
პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი  პრიზი გადაეცემა. 
გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი „მაგნიტის“ სათავო ოფისში უნდა წარადგინოს - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N18, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00- დან 19:00 საათამდე.