სიახლეები

,,მაგნიტის’’ ახალი კონცეფციის ფილიალი გაიხსნა


7/22/2020

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, N18-ში სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

ახალი კონცეფციის ფილიალში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი მზა კერძები, "მაგნიტის" წარმოების პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი.

სუპერმარკეტების ქსელი ,,მაგნიტი’’ ზრდა-განვითარებას აგრძელებს. ამჯერად თბილისში კიდევ ერთი, 217-ე მაღაზია გაიხსნა. ეს ფილიალი ერთ-ერთი დიდი და განსხვავებული ფორმატისაა. მომხმარებლებს „მაგნიტის“ წარმოების საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, მზა კვების პროდუქტების შეძენა და უგემრიელესი ყავის დაგემოვნება მისაღებ ფასად შეუძლიათ.

მზა კერძები ჯანსაღი და მუდამ ახალია, მოსახერხებელი შეფუთვა კი მის ტრანპორტირებას კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია ფილიალის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომელიც ქალაქში შემოსულ მომხმარებელს პროდუქტების შეძენისას დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

განსხვავებული ფორმატის მაღაზიაში ,,მაგნიტის’’ მომხმარებელს ცხელი ყავაც დახვდება, რომლის წაღება და დაგემოვნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.

ახალი ფილიალი მომხმარებლებს საყიდლებზე სიარულის პროცესს უმარტივებს. 24/7 სამუშაო საათები, პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და მზა კერძები, რომლებიც ერთ სივრცეშია წარმოდგენილი, სასურველი პროდუქციის შერჩევას კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.

ამასთან, ,,მაგნიტის’’ ქსელში განსაკუთრებული ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. კვირის თითოეულ დღეს, სხვადასხვა პროდუქტზე 20%-იანი დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.