სიახლეები

ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა


7/23/2021

ბათუმში, შ. ინასარიძის ქუჩა N7-ში ,,მაგნიტი მაქსი’’ გაიხსნა.  ახალი, მრავალფუნქციური სუპერმარკეტი აჭარაში არსებული სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ისე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანიისთვის ეს მაქსის ტიპის მეორე ფილიალია, სადაც 1000 კვ.მ-მდე განთავსებულ მრავალფუქნციურ სუპერმარკეტში „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი. აქვე მომხმარებელს ახლადგამომცხვარი ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენა შეუძლია.

„მაგნიტი მაქსის“ სუპერმარკეტები განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. აღნიშნული ფორმატის პირველი ფილიალი თბილისში გაიხნსა, რომელმაც მომხმარებლებში მოწონება დაიმსახურა. ის გამოირჩევა ზომით და ასორტიმენტით. ფილიალის კონცეფცია  ბათუმის მოსახლეობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს.

„სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტი“ მრავალფეროვანი და განსახვავებული ფორმატის სუპერმარკეტების „მაგნიტი მაქსის“ განვითარება 2021 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ ფილიალებში საშუალოდ 100 ადამიანი საქმდება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

ფილიალს ტურისტულად დატვირთული ადგილმდებარეობა აქვს. სასურველი პროდუქტების სასიამოვნო გარემოში ხელსაყრელად შეძენა ქალაქის სტუმრების დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. „მაგნიტი მაქსის“ მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ყოველდღიური 20%-იანი აქციით სარგებლობენ.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 270 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.