სიახლეები

„მაგნიტის“ ახალი ფორმატის კიდევ ერთი ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ ნატახტარში გაიხსნა


4/14/2022

ნატახტარში „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა. „მაგნიტის“ ეს ფორმატი განსხვავებული კონცეფციის, 24 საათიანი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ქსელის სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ასევე პროდუქციის ასორტიმენტით გამოირჩევა.
 „მაგნიტი“ განვითარებას მუდმივად აგრძელებს, კომპანიისთვის ახალი ფილიალი რიგით მე-300 სუპერმარკეტია. „მაგნიტი“ საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, მომხამრებლებს ხელსაყრელ ფასებს და საინტერესო პროექტებს სთავაზობს.
აღნიშნული სუპერმარკეტი განსხვავდება „მაგნიტის“  სტანდარტული მარკეტებისგან. „მაგნიტი მაქსი“  24/7 ემსახურება მომხმარებლებს. გამოირჩევა ზომით, კონცეფციით და პროდუქციის ასორტიმენტით. სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცე საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, განსხვავებული ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს.
„მაგნიტი“ მაქსი თბილისში, ბათუმსა და ახლა უკვე ნატახტარშია წარმოდგენილი. ახალ ფილიალში, „მაგნიტის“ წარმოების ადგილზე მომზადებული კერძები და საკონდიტრო ნაწარმია განთავსებული. აქვე მომხმარებლებს ახლადგამომცხვარი, ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენაც შეუძლიათ.
მაღაზიაში წასახემსებელი სივრცეცაა, ასე რომ ამ ფილიალის სტუმრებს „მაგნიტის“ მზა კერძები ან მათთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი კომფორტულად შეუძლიათ მიირთვან.
ფილიალი მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. აქ წარმოდგენილია „მაგნიტის“ წარმოების ახალი ხაზი, რომელიც გაყინულ ნახევარფაბრიკატებს, სალათებს, სენდვიჩებს და პურ-ფუნთუშეულს მოიცავს. აღნიშნული პროდუქტები ჯანსაღი და მაღალი ხარისხის ნედლეულისგნა მზადდება.
„მაგნიტი მაქსის“ ახალი ფილიალის დაგეგმარება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას იძლევა. კომპანია ამ კონკრეტულ ფილიალში 100-მდე ადამიანს ასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება.
აღსანიშნავია ახალი ფილიალის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და კომფორტული პარკინგი რომელიც თბილისიდან გამსვლელ მომხმარებელს პროდუქტების შეძენისას დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.   
გახსნასთან დაკავშირებით, ფილიალის სტუმრებს პროდუქტების შეძენისას საჩუქრები და ხელსაყრელი შეთავაზებები დახვდებათ. „მაგნიტი მაქსში“ მომხმარებლებს ყოველ დღე, ყველა პროდუქტზე ყველაზე დაბალი ფასით შეუძლიათ სარგებლობა. 
 „მაგნიტი მაქსის“ ტერიტორიაზე  ახლო მომავალში კაფე იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს კომფორტულად სადილობის და დასვენების საშუალება ექნებათ. აქ მათ კერძების მრავალფეროვანი მენიუ, ცხელი და ცივი სასმელები დახვდებათ. 



სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300 ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.