მაგნიტი - უკვე 500 !

დღეს, ბორჯომში, რიგით მე-500, განსხვავებული ფორმატის, სუპერმარკეტი - „მაგნიტი მაქსი“ იხსნება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების ფონზე, გახსნა შეზღუდული ფორმატით ჩატარდება. „მაგნიტი მაქსი“ მდებარეობს ბორჯომის საკურორტო ზონის სტრატეგიულ წერტილში, რომელიც მრავალი წელია ცნობილია, როგორც შესყიდვების ცენტრი. ეს ადგილი ბორჯომელებისთვის ნაცნობი და მოსახერხებელია, რაც ადგილობრ ...

მაგნიტის წარმოების გუნდმა ქეითერინგის სერვისით უზრუნველყო ამერიკის საელჩოს ღონისძიება

ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო საელჩოსთან თანამშრომლობა და გვიხარია, რომ ეს ნდობა სრულად გავამართლეთ. ფურშეტისთვის მოვამზადეთ მაღალი ხარისხის უგემრიელესი კერძები და დესერტები. ჩვენმა პროფესიონალმა გუნდმა ღონისძიების საკვებით უზრუნველყოფას წარმატებით გაართვა თავი, რისთვისაც საელჩოსგან მადლობის სიგელი გადმოგვეცა ...

მაგნიტისა და BDO Digital Georgia-ს მასშტაბური კოლაბორაცია

ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი, რაც ზრდის ტექნოლოგიურად გამართული პროცესების არსებობის საჭიროებას. ERP სისტემ ...

შეუკვეთე მაგნიტი ონლაინ - გლოვოსა და ვოლტზე

მაგნიტი ხელმისაწვდომია გლოვოსა და ვოლტის აპლიკაციებში, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტები და მიიღოთ ისინი პირდაპირ თქვენს კართან. გახსენით აპლიკაცია, შეარჩიეთ საჭირო პროდუქტები და შეუკვეთეთ სულ რამდენიმე წუთში. აირჩიეთ კომფორტი და სწრაფი სერვისი. ისარგებლეთ მაგნიტით დღესვე და ისიამოვნეთ თქვენი დროით!   ...