სიახლეები

"მაგნიტი მაქსი" სოფელ ნატახტარში გაიხსნა


4/19/2022

მცხეთის მუნიციპლატიტში, სოფელ ნატახტარში ,,მაგნიტი მაქსი’’ გაიხსნა.  ახალი, მრავალფუნქციური სუპერმარკეტი არსებული სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ისე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანიისთვის ეს მაქსის ტიპის მეორე ფილიალია, სადაც 1000 კვ.მ-მდე განთავსებულ მრავალფუქნციურ სუპერმარკეტში „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი. აქვე მომხმარებელს ახლადგამომცხვარი ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენა შეუძლია.

„მაგნიტი მაქსის“ სუპერმარკეტები განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. აღნიშნული ფორმატის პირველი ფილიალი თბილისში გაიხნსა, რომელმაც მომხმარებლებში მოწონება დაიმსახურა. ის გამოირჩევა ზომით და ასორტიმენტით. ფილიალის კონცეფცია  ბათუმის მოსახლეობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს.

„სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტი“ მრავალფეროვანი და განსახვავებული ფორმატის სუპერმარკეტების „მაგნიტი მაქსის“ განვითარება 2021 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ ფილიალებში საშუალოდ 100 ადამიანი საქმდება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

ფილიალს კარგი ადგილმდებარეობა აქვს, აქვე განთავსებულია "მაგნიტის" კაფე. სასურველი პროდუქტების სასიამოვნო გარემოში ხელსაყრელად შეძენა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდა. „მაგნიტი მაქსის“ მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებებით და მათ შორის ყოველდღე ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ შეიძინონ ყველა პროდუქტი.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავ